ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე არსებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვიწია გარკვეული ქალაქების ჩაკეტვა. ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე არსებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები რუსთავსა და თბილისში, რაც პირდაპირ უკავშირდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მომიჯნავე რაიონებში. თუმცა უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე ეს საკითხი დადებითად თბილისსა და რუსთავშიც გადაწყდება“, – განაცხადა გახარიამ.