“ხელი მოეწერა ბრძანებას, რომლითაც მოწესრიგდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტების გამოყენებით მკურნალობის პროცედურები – ამიერიდან კლინიკა აღარ შეაწუხებს პაციენტს, თავად დაახვედრებს მას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ საჭირო მედიკამენტს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ბრძანება ხვალიდან შევა ძალაში, რის მიღებასაც წინ უძღოდა ნაყოფიერი მუშაობა კლინიკებთან და ონკოლოგიური პაციენტების ორგანიზაციებთან.
„თუკი პაციენტს გადასხმამდე ჯერ უწევდა რეცეპტის მოკითხვა კლინიკაში, შემდეგ, მედიკამენტის ძებნა სააფთიაქო ქსელებში, მისი აღება და იმავე კლინიკაში მიბრუნება – ეს შეიცვალა ძირეულად და ამიერიდან კლინიკა აღარ შეაწუხებს პაციენტს, თავად დაახვედრებს მას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ საჭირო მედიკამენტს“, – განმარტა სარჯველაძემ.