reuters- ის ინფორმაციით, ინდოეთში ხველის საწინააღმდეგო სიროფის გამოყენების შედეგად ხუთ წლამდე ასაკის 17 ბავშვი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბავშვები ინდოეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში გარდაიცვალნენ ხველის საწინააღმდეგო წამლის მიღების შემდეგ.
როგორც დადგინდა, აღნიშნული სიროფი შეიცავს ტოქსიკურ დიეთილენგლიკოლს დასაშვებ ზღვარს თითქმის 500-ჯერ მეტი რაოდენობით. ყველა სიკვდილი დაკავშირებული იყო Coldrif-ის მედიკამენტთან, რომელიც აიკრძალა მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს ჩატარებულმა ტესტმა დაადასტურა ქიმიური ნივთიერების არსებობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ reuters-ს განუცხადა, რომ ნიუ დელისგან განმარტებას ითხოვს იმის შესახებ, ექსპორტირებულია თუ არა სხვა ქვეყნებში ხველის სიროფი, რომელიც დაკავშირებულია სიკვდილიანობასთან.
ჯანმო გვირჩევს, არ გამოვიყენოთ ბავშვებისთვის განკუთვნილი ხველისა და გაციების აღნიშნული მედიკამენტები.
reuters-ის მიერ ნანახი სამთავრობო დოკუმენტის თანახმად, „სრესანის ფარმაცევტული მწარმოებლის“ მიერ წარმოებული „კოლდრიფი“ მხოლოდ ადგილობრივად იყიდებოდა. გუჯარატის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დანარჩენი ორი სიროფი ინდოეთის სხვა შტატებში იყიდებოდა, მაგრამ ექსპორტზე არ მიუთითეს. კომპანიებმა და წამლის საკითხებში ოფიციალურმა პირებმა არ უპასუხეს კითხვებს იმის შესახებ, ექსპორტირებული იყო თუ არა დანარჩენი ორი სიროფიც.































































