“ნაპოლის” გარემარბ კვიჩა კვარაცხელიას მოპარული ავტომობილი დაუბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურ სპორტულ მედიაში ვრცელდება.
როგორც ცნობილია, მანქანა, გუშინ ღამით, მის სახლთან ახლოს მდებარე ავტოსადგომიდან გაუჩინარდა. თუმცა, მანქანა პოლიციამ ამოიცნო და კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ინტერნაციონალის მანქანა იპოვეს პატარა გვერდით ქუჩაზე ტრენტოლა დუცენტაში, კასერტას პროვინციაში.
არსებული ინფორმაციით, გასაღები, როგორც ჩანს, მისი სახლიდან აიღეს, როცა მას ეძინა.
მანქანა დაზიანებული არ არის. ქურდების ვინაობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.