“კი არ მიდიოდა, მიფრინავდა. სიჩქარის გადაჭარბებაც არ ჰქვია მაგას”, _ ამის შესახებ ჩოხატაურში მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შესახებ თვითმხილველები “გურია ნიუსთან ჰყვებიან”.
“ეგ რომელია, ახლები რომ არიან?! რომ დაფრინავენ?”
“მაგათზე არ ვრცელდება არანაირი კანონი?!”
თვითმხილველთა თქმით, ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე დიდი სიჩქარით მიმავალი საპატრულო პოლიციის ავტომანქანისა და სოკარის კუთვნილი ავტომანქანის შეჯახების სიმძლავრე იმდენად დიდი იყო, რომ პოლიციის ავტომანქანამ შეჯახების შედეგად მიმართულება შეიცვალა. “სოკარის” ავტომანქანა, რომელსაც კომპანიის თანამშრომელი მართავდა, ინერციით იქვე გაჩერებულ სხვა ავტომობილს შეეჯახა.