„გასული წლების განმავლობაში არაერთი მიღწევა გვქონდა და არაერთი შეცდომაც დავუშვით. გულდასაწყვეტია ის, რომ რისი გაკეთებაც გვინდოდა ვერ შევძელით და გულდასაწყვეტია ისიც, ვინც ჩვენი თანაგუნდელი გვეგონა, მაგრამ სხვა გზა აირჩიეს. მიუხედავად ამისა, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ დღეს ამ ტრიბუნიდან, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია იმ ისტორიული მოვლენის მტავარი მოქმედი პირი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა“,_ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

კალაძემ აღნიშნა, რომ წინ დიდი გამოწვევებია და მოსახლეობის ამგვარი ნდობა გუნდს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.
„საქართველოს ყოველთვის უწევდა რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში გზის გაკვალვა და გადარჩენა, მაგრამ დღეს, კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ“,_ განაცხადა კალაძემ.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი, – ეს ნიშნავს ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეს ნიშნავს ღირსეულ შემოსავალს თითოეული მოქალაქისთვის, ეს ნიშნავს უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს გარემოს, დაცულობას, უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ, ეს უნდა შევძლოთ“,_ განაცხადა კალაძემ.