https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„კი, ბატონო, შეეშალა, მაგრამ დავიჯერო, ასეთი მახინჯი ვარო…“

8:58; 25.06.2023
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს ტრადიციულად მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ. დღევანდელი წერილის მთავარი მოქმედი გმირები ყველასათვის ცნობილი პიროვნებები იქნებიან და მათ შესახებ ნაკლებად ცნობილ, მაგრამ „საინტერესო შემთხვევებს“ გაგაცნობთ.

თავდაპირველად პოპულარულ პაროდისტს, ბატონ ბესო ბერულაშვილს წარმოგიდგენთ, რომელიც გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის თავს გადამხდარ ერთ „უჩვეულო“ ამბავს მოგვიყვება.

„გივი ბერიკაშვილის და კახი კავსაძის გვერდით თუ დავდგებოდი სცენაზე, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, ბატონი ჯემალ ბაღაშვილი კი ნამდვილი მისაბაძი პიროვნებაა ჩემთვის. ახლა მათთან ვმეგობრობ კიდეც და მათ წრეში ყოფნა, ნამდვილი ზეიმია ჩემთვის.

ერთხელ, გივი ბერიკაშვილი „პახმელიაზე“ იყო. სახლში იწვა და ისვენებდა. დილაა. ატყდა თურმე კარზე ისტერიკული ბრახუნი. წამოხტნენ ბერიკაშვილები, ეცნენ კარს, გააღეს და გადარეული კახი კავსაძე შერჩათ ხელში. იფიქრეს რამე მოხდაო. შევარდა კახი გივის საძინებელში და ყვირის: ადექი დროზე! წამოხტა გივი და ეკითხება: რა მოხდა კახი, ხომ მშვიდობაა, ამ დილაადრიან რამ გადაგრიაო.

კახიმ დაიწყო: კაცო, ავდექი, ჩავედი „პაპიროსის“ საყიდლად. გამყიდველი კაცი ჩამაცივდა, გინდა თუ არა, თქვენ მსახიობი ხართო, ვუთხარი, კი ბატონო, მსახიობი ვარ-მეთქი. ჩამაცივდა, არ მითხრათ რომელი – მე თვითონ უნდა მივხვდე და გაგიხსენოო. მიყურა, მიყურა, იფიქრა, იფიქრა და არ მითხრა? მივხვდი, გივი ბერიკაშვილი ხარო. გივი გაოცდა, მერე მაგაზე გადაირიე, რა მოხდა, კაცს შეეშალა და მაგის გამო ცოფებს ყრიო? კახი სულ გაგიჟდა: კი, ბატონო, შეეშალა, მაგრამ დავიჯერო, ასეთი მახინჯი ვარო“.

ბატო ბესო კიდევ ერთ შემთხვევას გაიხსენებს, რომელიც ალბათ მხოლოდ საქართველოში შეიძლება რომ მოხდეს.

„თბილისში, ხომ იცით, ძველ კორპუსებში როგორი ვიწრო ჩამოსასვლელი კიბეებია. მოკლედ, ერთ-ერთ ჩემს მეგობარს მოუკვდა ბაბუა. იმ კორპუსში ახალი გადასულები იყვნენ, მეზობლებსაც კი არ იცნობდნენ წესიერად. გასვენების დროს, ასწიეს ბიჭებმა კუბო, ჩამოიტანეს კიბეზე და მოსახვევში „გაიჭედნენ“. ისეთი სივიწროვე იყო, ვერ გავიდოდნენ.

ერთი კაი ტიპი აღმოჩნდა, იფიქრა, ხერხი სჯობია ღონესაო და, მეზობლის კარზე ზარი მისცა. კარი ვიღაც ქალმა გააღო. არც აციეს, არც აცხელეს, სახლში შეიტანეს კუბო, „დაკრუგეს“ და გამოვიდნენ. გაოცდა ის ქალი, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. გონს რომ მოეგო, მერე აყვირდა: ცოცხალი რომ იყო, მაშინ არ გამაცანით და, მკვდარი შემომიტანეთ სახლში? იქნება, ხელიც ჩამომერთმია, სუფრა გამეშალა, გაცნობისა აღმენიშნა, რას მიარბენინებდით ასე მალეო.

ასეთი ამბავი მარტო თბილისში თუ მოხდება და ქართველი კაცი თუ მოიფიქრებს მსგავს გამოსავალს“.

საკვირაო მოგონებების მომდევნო სტუმარი ექიმი და მომღერალი გია კობახიძე იქნება. ბატონი გია პოეტ ზაურ ბოლქვაძეს გაიხსენებს.

„ერთხელ, ზაურ ბოლქვაძე და მისი მამიდაშვილი რესტორანში შევიდნენ. ეს რესტორანი მთლიანად სარკეებში იყო „ჩასმული“ და განთქმული იყო იმით, რომ აზერბაიჯანული ვარდისფერი შამპანურის დალევა აქ შეიძლებოდა. მოკლედ, დასხდნენ და ხუმრობა-ხუმრობაში და ლაპარაკ-ლაპარაკში თითომ ხუთ-ხუთი ბოთლი შამპანური დალია. უცებ მამიდაშვილმა უთხრა ზაურს: ბიჭო, ამდენი ხანია ვსხედვართ, გვერდით მაგიდასთან, ვიღაც ორი ტიპი ზის და რამდენჯერაც გავიხედე, იმდენჯერ აქეთ იყურებიან. მაგრად მეცნობა ორივე და ვერ ვხვდები საიდან, მგონი, ჩვენიანები უნდა იყვნენ. მოდი, გავუგზავნოთ შამპანური, ისინიც ამას სვამენო.

გაიხედა ზაურმა, დაეთანხმა და ოფიციანტს დაუძახეს. მოვიდა ოფიციანტი და უთხრეს: დაიკო, აი, იმ ტიპებს ჩვენგან ხუთი ბოთლი ასეთი შამპანური მიართვიო და გაახედეს გვერდზე. ოფიციანტმა გაიხედა, მერე ამათ შეხედა და გაოცებული წავიდა. ერთ წუთში მეორე ოფიციანტი მიუახლოვდა და ჰკითხა: უკაცრავად, ბატონებო, მაგრამ, რა გნებავთო? ზაური გაოცდა, გაშალა ხელები და უთხრა: კაცო, ხომ ვუთხარი იმ ოფიციანტს, აი, იმ ორ კაი კაცს ჩვენგან ხუთი ბოთლი შამპანური გაუგზავნე, რა ვერ გაიგოო.

ოფიციანტი დაფიქრდა და ჰკითხა: უკაცრავად, მაგრამ ვის უნდა მივართვათ ეს სასმელიო. ზაურმა ხელი გაიშვირა: აი, იმ ორ კაცსო. ოფიციანტი სულ გადაირია: როგორ გეკადრებათ, ბატონო, იმ სარკეში თქვენი გამოსახულება ჩანს, რა დალიეთ ამდენი, საკუთარ თავს რომ ვეღარ სცნობთო“.

მომღერალი ნუგზარ კვაშალის მტკიცებით, თბილისი ის ქალაქია, სადაც მისი უამრავი მეგობარი, ნაცნობი, საყვარელი და სათაყვანო ადამიანი ცხოვრობს. სულითა და ხორცით ვერელ კაცს, არაერთ საინტერესო და კოლორიტ თბილისელებთან ჰქონია შეხება და დღეს ერთ „საყურადღებო“ შემთხვევას გაიხსენებს.

„ერთი კარის მეზობელი მყავდა, ვახო სიმონიშვილი. ძალიან კარგი ბიჭი იყო. მას ჰყავდა ბიძაშვილი – სერგო. ვახოს სულ ერთი თვის დაწყებული ჰქონდა სამსახური მილიციაში. მისცეს „მაკაროვი“, თან, სპორტის ოსტატი იყო კრივში და, ერთი სიტყვით, გაჭიმული დადიოდა თბილისის ქუჩებში. მე მაშინ ვიწყებდი სასცენო კარიერას. მეგობრები ვიკრიბებოდით ჩემთან სახლში, ვუკრავდით, ვრეპეტიციობდით და ვგეგმავდით მომავალს.

გავიხედე, ერთ დღეს, პლეხანოველი ძმაკაცი მირეკავს: გიტარაა გასაყიდი, მე ვერ ვერკვევი და იქნებ შენ შემხვდე და ნახო, ღირს ამის ყიდვა თუ არაო. უარს როგორ ვეტყოდი. ჩავიცვი და შეხვედრის ადგილი დავთქვით ვერაზე. მოვიდნენ პლეხანოველი ბიჭები, მსჯელობენ ინსტრუმენტზე და სერგოც გამოჩნდა. მოვიდა და გამომელაპარაკა. ამასაც ვცემ პასუხს, თან პლეხანოველებს ვესაუბრები, მოკლედ, ორ ფრონტზე ვიბრძვი. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ, სერგო გაბრაზდა – რას ჰქვია, ამათ მეტს ესაუბრები და მე არაო. პლეხანოველებმა კიდევ – ჩვენ საქმეზე მოვედით და შენ გვიშლი ხელსო და, ისეთი ჩხუბი ატყდა, მტრისას.

კარგი მსაჯივით შუაში ჩავდექი, მაგრამ, მე რას გავწვდებოდი? ბეგვავენ ერთმანეთს, მიდის შუხური. უცებ, ვახო გამოჩნდა, დაინახა, მის ბიძაშვილს უბაყუნებენ, გავარდა, რევოლვერი მოიტანა და, ის-ის იყო, უნდა ესროლა წინ გადავუდექი და, არ გამოჰკრა ხელი?! მადლობა ღმერთს, არ გავარდა. ალბათ, ჩემი ბედი იყო. იმას ხომ შეეშინდა და მე შემეშინდა და შემეშინდა.

დაიძაბა სიტუაცია. აღმოჩნდა, რომ სახლთან, სადაც ჩვენ ვჩხუბობდით, ცხოვრობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაური. თურმე ნუ იტყვით და, მისი ფანჯრების წინ ხდება საქმის გარჩევა და, რა ვიცით?! გავიხედეთ, ალექსი მოვარდა მანქანით – რა ხდება, ბიჭებო, გამაგებინეთ, თქვე ხულიგნებო, თურმე ჩემს ფანჯრებთან საქმის გარჩევა მიდის, მე კიდევ, მთელ დუნიაზე დავეძებ კრიმინალებსო. გავისუსეთ, ვიფიქრეთ, თავი არ ამოგვაყოფინოს „ვირის აბანოშიო“. გადააქნია თავი და გვითხრა: მე ნუ ჩამრევთ, თავად გაარკვიეთ საქმე და მორიგდით, სირცხვილია, რასაც თქვენ სჩადიხართ, აბა კარგად დაფიქრდითო. დავფიქრდით, დავთქვით, მეორე დღეს რესტორანში შევხვედროდით და დავიშალეთ.

მეორე დღეს კი ისეთი ქეიფი „ავწიეთ“, ფანტასტიკური. ჩემი პლეხანოველი ძმაკაცები ისე დაუძმაკაცდნენ ჩემს ვერელ ძმაკაცებს, ვიღას ახსოვდა გიტარა და ჩქარი ტაში. რომ ვიშლებოდით, ვკითხე: ბოლოს და ბოლოს, გიტარას ყიდულობთ თუ არა, ჩემი აზრი აღარ გაინტერესებთ-მეთქი? გაეცინათ: რა გიტარა, ბიჭო, კინაღამ წერილი წაგაღებინეთ! მადლობა ღმერთს, გადარჩი, ის პატიოსანი კაციც დროულად მოვიდა და გაარჩია ჩვენი საქმე და აწი შენ დაუკარი და ჩვენ დავამღერებთო. აი, ასეთი ამბებიც ხდებოდა ჩემს საყვარელ თბილისში და ეს ნამდვილად სასიამოვნო მოგონებად დარჩა“.

ერთ მშვენიერ დღეს ბატონ ნუგზარს ამერიკაში, გასტროლებზე გამგზავრება მოუწია. ქართველი მუსიკოსები იქაურ კაზინოს ესტუმრნენ. რა მოხდა შემდეგ? ამის შესახებ თავად ნუგზარ კვაშალი მოგვიყვება.

„ერთი მეგობარი მყავს, კახელი ბიჭია. უცხოეთში ვიყავით ერთად გასტროლებზე. კომუნისტების დრო იყო და, მოგეხსენებათ, უცხო მხარეში ჩასულებს ყველაფერზე თვალი გვრჩებოდა. ვიფიქრეთ, კაზინოში შევიდეთ, ვცადოთ ბედი, ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ჩასულები ხომ ვილაპარაკებთ და ვიამაყებთ-მეთქი.

მოკლედ, წავედით და ეს ჩვენი მეგობარი ბიძინაც გავიყოლეთ. შევედით კაზინოში, დადო ერთი დოლარი და არ მოიგო ოცდაჩვიდმეტი დოლარი? ბედი არ გინდა? ისევ ითამაშა და მოიგო 400 დოლარი. ჩაითრია თამაშმა და, იმდენი ქნა, სანამ 1 000 დოლარი არ მოიგო.

ვეხვეწეთ, აღარ ითამაშოო, მაგრამ არ დაგვიჯერა და ის ათასი დოლარიც დაკარგა. დაიწყო წუწუნი, კაპიკი აღარ მიდევს ჯიბეში, ასე როგორ წავიდე საქართველოში, დამეხმარეთ, ბიჭებო, მიშველეთ რამეო. ვურჩიეთ, ამერიკაში ხარ, ბოლოს და ბოლოს, ხომ იცი აქაური „ტავარი” როგორ გადის ჩვენთან, იყიდე „საროჩკები”, წამოიღე, გაყიდე და ამოიღებ ოთხმაგსო.

იყიდა ფერად-ფერადი პერანგები, ჩააწყო ლამაზად ყუთში და ჩამოიტანა საქართველოში. ორი თვის შემდეგ, მოგვიწია საქართველოს ულამაზეს კუთხეში, კახეთში ჩასვლა და რას ვხედავთ, მის სოფელში, ბირჟაზე ქალს, კაცს, ბავშვს, მაისურები – ყველას ერთნაირი „საროჩკები” არ აცვია?! კინაღამ სიცილით დავიგუდეთ: მერე „ვეკაიფებოდით“ – რა იყო, შე კაი ადამიანო, კახელებით ამოიღე უცხოეთის ვალებიო?!“

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გივი ბერიკაშვილიკახი კავსაძე
გაზიარება4Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025
კულტურა

“ფანტომასი”

13:29; 23 ნოემბერი, 2025
კულტურა

„გვაქვს უთვალავი ფერითა“- თბილისში ჩოხატაურლების მონაწილეობით გამოფენა გაიმართა

15:33; 18 ნოემბერი, 2025

„რა ფული უნდა მოვითხოვო, ისეთ კაცს ვცვლი, რომ ფული აქეთ უნდა მოგცეთ, ჯიგრებოო...“

„ოცდაათი მანეთი“

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებამ წარმოაჩინა პრობლემა”- რას წერს ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

17:00; 8.12.2025
სამართალი

მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

16:03; 8.12.2025
საზოგადოება

“კვერცხი ვერ ვიყიდე, არ აქვთ”- რით არის გამოწვეული დეფიციტი

15:44; 8.12.2025
საზოგადოება

14 წლის გოგო დედა გახდა

14:25; 8.12.2025
ფინანსები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

14:03; 8.12.2025
ფინანსები

500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა Helio AI-მ $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

13:50; 8.12.2025
საზოგადოება

ფოთში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

13:42; 8.12.2025
სამართალი

პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

13:14; 8.12.2025
საზოგადოება

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:45; 8.12.2025
სამართალი

გურიის პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა 

12:37; 8.12.2025
საზოგადოება

“წარმოუდგენლად მძიმე ამბავმა დაადუმა სოფელი” _ ცნობილია ჩოხატაურში გარდაცვლილი ფეხმძიმე ქალის ვინაობა

12:29; 8.12.2025
საზოგადოება

მეექვსე შვილს ელოდებოდა _ ჩოხატაურში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა

12:04; 8.12.2025
ზაფრანი

ვის შეუძლია უსაზღვროდ გამდიდრება

11:32; 8.12.2025
ზაფრანი

15 დღის შემდგომ გექნებათ არაჩვეულებრივი შედეგი” – ბიძინა კულუმბეგოვის 15-დღიანი დიეტა

11:30; 8.12.2025
პოლიტიკა

“ფრანგ პოლიტიკოსებს ქვეყანა თავზე ეშლებათ _ სანამ ჯიბეებში ფულს ჩაიდებენ, საკუთარ მოსახლეობაზე იფიქრონ”

11:14; 8.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო