სოციალური ქსელის მომხმარებელი, ჩოხატაურელი ლალი კუტუბიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ლიბერთი ბანკთან გადაღებულ ფოტოს ურთავს.
“დებილი სხვის მაგალითზეც ვერ სწავლობსო.
ვერ აკეთებენ დასკვნას ამ ჰარიჰარალემ რა უქნა იტალიას და ჩაკეტვამ როგორ უშველა ჩინეთს.
შაბათ დღეს თუ შეიძლება ამდენი ხალხი ბოდიალობდეს?! ან შვილები არ ყავთ, ან მოხუცები, ან ოჯახის წევრი??
მაღაზიებიც მუშაობს (სურსათის გარდაო) და….
მიდიშვიდი აქვთ.
თავის უტვინობას მერე მთავრობას დააბრალებენ…
კი ბღანკალებდნენ “გურია ნიუსის” პოსტზე გუშინ”, _ წერს ლალი კუტუბიძე.