რამდენიმე დღის წინ, ლოს-ანჯელესში, ცნობილი კინომსახიობი კიანუ რივზის სახლი გაძარცვეს.
მსახიობი სახლში არ იმყოფებოდა, როდესაც მასთან რამდენიმე უცნობი მძარცველი შეიჭრა. ბოროტმოქმედებმა ვერაფრის წაღება ვერ მოახერხეს, რადგან თვითმხილველება პოლიციას გამოუძახეს და ქურდებმა დროზე მიმალვა მოასწრეს.
თუმცა კრიმინალური შემთხვევა ამით არ დასრულებულა. პოლიციის წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში, ბოროტმოქმედები კიანუ რივზის სახლში დაბრუნდნენ, ფანჯარა გატეხეს და სახლში კვლავ შეაღწიეს. როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა მათ სახლიდან იარაღი გაიტანეს. ლოს-ანჯელესის პოლიცია მათ კვალს დღემდე უშედეგოდ იკვლევს.
ავტორი