„დღევანდელ გადაწყვეტილებას გამარჯვებული არ ჰყავს,“ – ასე აფასებს ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშს სამაუწყებლო კომპანიის 60 პროცენტი გადაეცა.
არჩევანის ეთერში ნინო ჯანგირაშვილმა ქიბარ ხალვაში გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ქიბარ ხალვაში ხვალ ემახსოვრებათ, როგორც ერთი სამარცხვინო ჯალათი“.
„სინამდვილეში დღეს დაიწყო ხელისუფლებისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი. მან ის წითელი ზღვარი გადალახა დღეს, ის წითელი ხაზი გადალახა, რომლის იქითაც არანაირი ლეგიტიმაცია, მორალური განსაკუთრებით, არ გააჩნია,“ – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ქიბარ ხალვაშმა არხი დახუროს ან „უღიმღამო სახელისუფლებო“ არხად გადააქციოს.
„ოფიციალურად ხელისუფლების საკუთრებაში გაფორმებულ 5 არხს, მათ შორის, საზოგადოებრივმაუწყებელს, მიემატება რუსთავი 2 თავისი არხებით. ანუ 8 არხი იქნებააბსოლუტურად სახელისუფლებლო ჰოლდინგში,“ – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
rustavi2.com