ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და სამართლიაობის აღდგენას სთხოვს:
“დღეს ვუსმინე ფინანსთა მინისტრის გუშინდელ ინტერვიუს.
ჩვენ სამშენებლო კომპანიას, რომელიც დაზარალდა მიშასდროინდელი ხელისუფლების ბიზნესტერორისტული პოლიტიკის შედეგად დარჩა მერიის დავალიანება 100 000 ლარი, რომლის ჩამოწერის თხოვნით მივმართე თბილის მერიის ბოლო ორ მმართველებს, რაზეც უარი მივიღე.
მიუხედავად იმისა, რომ ვალი არ იყო წარმოშობილი ჩვენი კომპანიის შეცდომების გამო, მაინც დავთანხმდი, რომ გრაფიკით გადავიხდიდი, მაგრამ, დღემდე, ისევ დაყადარებულია ანგარიში და ვერ ვახერხებთ კომპანიის აღდგენას და მის ფუნქციონირებას.
ფინანსთა სამინისტრო! რატომ არის ოქუაშვილი ჩვენზე უკეთესი, მით უმეტეს ჩვენი ვალი ჩვენი ბრალი არ არის და სახელმწიფო იყო დამნაშავე ვალის წარმოქმნაში.
სამართლიანობა აღადგინეთ და არ დაივიწყოთ, რომ “ნამუსიც კარგი საქონელია”, _ წერს ხალვაში.