ტელეკომპანია “პირველის” ცნობით, არხზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც ვერ ხერხდება გადაცემების ეთერში გაშვება და სრულფასოვნად მუშაობა.ქარტია ტვ პირველის სერვერების გათიშვის გამოძიებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია:
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი შემთხვევა. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, “გურიანიუსის” შემთხვევაში მოხდა.
მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა ტვ პირველმა შეძლოს დანაკარგის გარეშე მაუწყებლობის გაგრძელება. აუცილებელია დროულად აღმოიფხვრას წარმოქმნილი პრობლემა და უზრუნველყოფილი იყოს არხის შეუფერხებელი ფუნქციონირება”.