უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე ღამის განმავლობაში, საომარი ქმედებების შედეგად კიდევ 800 რუსი სამხედრო გაანადგურეს. დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობასთან ერთად იზრდება განადგურებული სამხედრო ტექნიკის რაოდენობაც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციითვე, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 296 310 რუსი სამხედროა დაღუპული.