კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები -ამის შესახებ განცხადება, დამოუკიდებელემა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.
“ზარდიაშვილის გაშვებით „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა ამომრჩეველთან ურთიერთობის ცოტა უფრო მეტი თავისუფლება მიეცეს, მაგრამ როდესაც ადამიანის გაშვებას იწერ აქტივად, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ „ოცნება“ ნეგატიური ადამიანებითაა გავსებული. ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ ზარდიაშვილი. ხოლო რადგან ბევრნი არიან და მეშინია ვინმე არ გამომრჩეს და ამით ვინმეს არ „ვაწყენინო“, ამიტომ დავარქვი მათ „კოლექტიურ ზარდიაშვილები“. ისე, კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები. მოკლედ, ეს უკვე ამ პარლამენტში უსაქმურობის და ბნელი საქმეების კეთების ფენომენია.“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.