ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ გვერდითი ეფექტი კიდევ ერთ ქალს დაუფიქსირდა.
„პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ გავცემ, მაგრამ ვადასტურებ, რომ კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალს ჰქონდა ანაფილაქსიური შოკი. ასეთი ინფორმაცია შესულია გვერდითი მოვლენების კომიტეტში. კლინიკამ დაწერა ასეთი დიაგნოზი, თუმცა საბოლოო სიტყვა, ნამდვილად იყო თუ არა ეს ანაფილაქსიური შოკი, გვერდითი მოვლენების კომიტეტს ეთქმის. იქ იყო მწვავე ალერგიული რეაქცია, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დადასტურებას საჭიროებს. ეს ახალგაზრდა ქალი ახლა კარგად არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.