კიდევ ერთი ობმოდებული რძის ნაწარმი გურიაში. ამჯერად მომხმარებელმა ობმოდებული არაჟანი ოზურგეთში, ორი ნაბიჯის ფილიალში შეიძინა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
,,ორ ნაბიჯში” ვიყიდე, ოზურგეთში, გაკირულზე. ვადა არ აქვს გასული, მაგრამ შიგ ასეთი ამბავი დამხვდა”,_ წერს ის და ფოტოს აქვეყნებს.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარის მისაღებად “გურია ნიუსი” “სვანურს” დაუკავშირდა. ინფორმაციას კომპანიიდან პასუხის მიღების შემთხვევაში განვაახლებთ.