კიდევ ერთი სამი შვილის დედა, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს, _ აბიტურიენტის კომენტარი გამოცდების ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
ლეილა ვანაძე: “ჩემი 2 შვილი სკოლის მოსწავლეა, ერთი კი ბაღის აღსაზრდელია. 29 წლის ვარ. შესაძლებელია ცოტა გვიან, მაგრამ მაინც სწავლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვაქციე. სკოლა 2022 წელს ექსტერნად დავამთავრე. ამჟამად ვმუშაობ ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში და პარალელურად კოლეჯში “ახალი ტალღა“ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ვეუფლები. წელს გადავწყვიტე ერთიანი ეროვნული გამოცდებიც ჩავაბარო. სპეციალობად სამართალმცოდნეობა ავირჩიე. მგონია, რომ შრომა და მიზანდასახულობა შედეგს გამოიღებს და ჩემს შვილებსაც ამით უკეთეს მაგალითს მივცემ”.