დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, მდინარე ნატანებიდან ინერტული მასალის ამოღება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა კარიერიდან ამოსული სატვირთოები არ გაატარეს.
_შ.პ.ს.”პლატინას”აქვს ხელშეკრულება დადებული ინდმეწარმე სიკო მეხუზლასთან, რომელიც ფლობს ლიცენზიას მდ.ნატანებზე,. მაგრამ აღიშნულ კომპანიას ხელშეკრულებით წიაღის მოპოვების უფლება არ აქვს. მასაც ლიცენზია უნდა ჰქონდეს, _ ამბობენ ადგილობრივები და დაობენ იმაზე, რომ მრავალი წელია, აქედან ინერტულ მასალას ეზიდებიან, ააოხრეს მდინარის კალაპოტი, გაფუჭდა გზები, ყოველმხრივ დისკომფორტი იქმნება.
_ოთხი დღის წინ, აჭარა-გურიის ინსპექტირება გამოიძახა ადგილობრივმა მოსახლეობამ და იძიებენ აღნიშნულ წარმოებას. მოსახლეობის უმთავრესი მოთხოვნაა, შეწყდეს უკანონო და წესების დარღვევით წიაღისეულის მოპოვება, – თქვა „გურია ნიუსთან“ გარემოს დამცველმა ირმა გორდელაძემ.
აქციის დროს, აქ მივიდა სოფლის გამგებელი, თუმცა თვით შპს „პლატინას“ წარმომადგენელი არ გამოცხადებულა.
მელექედურელები ამბობენ, რომ თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციას კვლავ გააგრძელებენ.