გერმანიის ქალაქ პადერბორნში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით კი, ბრალდებულები კარგად შემუშავებული სქემით მუშაობდნენ, რომლის მიხედვითაც 2 მათგანი ადგილობრივ სუპერმარკეტებში ქურდობდა.
ქურდობის შემდეგ კი ისინი ტერიტორიას ავტომანქანით ტოვებდნენ, რომელშიც მათ მესამე ეჭვმიტანილი ელოდებოდათ.
ქართველების დაკავება გერმანიაში ქურდობის მორიგი მცდელობის დროს მოხდა.
rustavi2.ge