ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 42 წლის მამაკაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.
“მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ გვითხრა, გარდაცვლილი მამაკაცი საავადმყოფოში 30 წუთის წინ მიიყვანეს.
“ჩვენთან რომ მოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი იყო“, _ გვითხრა დავით მდინარაძემ.
მისივე თქმით, გარდაცვლილს ერტი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ოზურგეთში გუშინ დილითაც მოხდა _ 24 წლის ახალგაზრდა, სოფელ გურიანთაში საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს.