ქალაქ ოზურგეთში, ექადიის ტერიტორიაზე ფერადი ლითონის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნაა დაგეგმილი, რასაც ადგილობრივების და გარემოს დამცველების მხრიდან დიდი პროტესტი მოყვა.
შპს „არერსა მეთალის“ აღმასრულებელი დირექტორმა შავლეგ მიგრიაულმა “გურია ნიუსის“ ფეისბუქლაივში თქვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე კიდევ ორი საწარმოს გახსნა იგეგმება.
“გურია ნიუსის“ კითხვაზე, თუ კიდევ რა საწარმოების გახსნას აპირებს, ასე გვიპასუხა:
“რა საწარმოები არის ამაზე ჯერ, ვერ გეტყვით“, _ გვითხრა ელგუჯა მიგრიაულმა.
ფეისბუქლაივის დროს ელგუჯა მიგრიაულმა აღნიშნა, რომ ფერადი ლითონის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნამდე, ის მზად არის ადგილობრივებს შეხვდეს:
“ხალხი არ არის ინფორმირებული. თუ შეკითხვები ექნებათ, დავუტოვე ჩემი ტელეფონის ნომერი და დამიკავშირდნენ. შექმნან გუნდი, ჩვენგანაც იქნება წარმომადგენლები და შევხვდეთ. მოსახლეობასთან გავივლი ყველა დეტალს და ავუხსნი მათ ყველაფერს. ამ საწარმოს გახსნა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის დაგეგმილი და ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობით“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ელგუჯა მიგრიაულმა.