უკრაინა, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში დედაქალაქის 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციას გეგმავს- ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.
“ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი განაგრძობს ასეთ თავდასხმებს, ჩვენ შესაძლოა დავკარგოთ მთელი ჩვენი ელექტროსისტემა”, _ აცხადებს რომან ტკაჩუკი.
გამოცემის ცნობით, ინჟინრები აღჭურვილობის გარეშე, ოკუპანტების მიერ დაბომბილი ელექტროსადგურების შეკეთებას და აღდგენას ცდილობენ. გარდა ამისა, მიმდიონარეობს 1000 თბოთავშესაფრის მოწყობა.