უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ მისია სოციალურ ქსელში წერს.
“ვფლობთ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და პროტესტი მიმდინარეობს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობის თავიდან აცილებისთვის მოხდეს დაძაბულობის დეესკალაცია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და ველოდებით, რომ ნებისმიერი გამოძიება ჩატარდება დაუყონებლივ და უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად“, _ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.