კიევის რეგიონში, სოფლებში, რომლებიც რუსებს ოკუპირებული ჰქონდათ, კიდევ 20 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ UNIAN კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვის განაცხადებაზე დაყრდნობთ წერს.
ცხედრები ძირითადად ნაპოვნია ბოროდიანკაში, ასევე სოფლებში, რომლებიც ახლოსაა ვიშგოროდთან.
“მხოლოდ გუშინ კიდევ 20 ცხედარი იპოვეს, ძირითადად ბოროდიანკაში. ასევე სოფლებში, რომლებიც ასევე ახლოსაა ვიშგოროდთან”, – თქვა ნებიტოვმა.
კიევის ოლქის პოლიციამ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დასახლებებში უკვე აღმოაჩინა 1 235 ცხედარი და გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად შესაბამის დაწესებულებებში გადაიყვანა.
“მინდა ვთქვა, რომ მათი უმეტესობა არიან ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით. შესაბამისად, შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციის არმიის ფართომასშტაბიანი დანაშაულების შესახებ კიევის რეგიონის ტერიტორიაზე”, –განაცხადა ნებიტოვმა.
UNIAN წერს, რომ 2 მაისის მდგომარეობით, კიევის რეგიონში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 280 ადამიანის ცხედრის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, 300 ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება.
ავტორი