კიევმა უარყო „ქრისტიანული მოწყალების ხელი” – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი რუსულ “საშობაო ზავზე”, უკრაინის ხელისუფლების უარს.
“ქრისტიანული მოწყალების ხელი გაუწოდეს უკრაინელებს დიდ დღესასწაულზე. მათმა ლიდერებმა უარყვეს ეს. ვფიქრობ, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობამ მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც გაიგეს უარი შობის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტაზე. ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება“, – წერს მედვედევი ტელეგრამ არხზე.
შეგახსენებთ, პუტინმა 6-7 იანვარს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა “საშობაო ზავის” მოტივით. აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კრემლს სურს შობა საფარველად გამოიყენოს.
პუტინის “საშობა ზავის” არ სჯერა არც დასავლეთს.