9 ივლისი კიევში გლოვის დღედაა გამოცხადებული. – ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში იუწყება.
„კიევის საქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქის ყველა შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. აკრძალულია ყოველგვარი გასართობი აქტივობა“, – აღნიშნულია საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე, სარაკეტო იერიში განახორციელეს, რასაც, ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მხოლოდ კიევში დაღუპულია 27 და დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი.