რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.
“რამდენიმე აფეთქება მოხდა კიევის დარნუცკის და დნიპროვსკის რაიონებში. შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ ადგილზე. დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით”, – განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.