რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარული კინომსახიობი კილიან მერფი გახმაურებული სურათის „28 დღის შემდეგ“ გაგრძელებაში მიიღებს მონაწილეობას.
მერფის გარდა, სურათში ასევე ითამაშებენ: ჯოდი კომერი, აარონ ტეილორ-ჯონსონი და რაიფ ფაინსი.
საინტერესოა რომ კილიან მერფიმ მიმდინარე წელს „ოპენჰაიმერში“ შესრულებული როლისთვის „ოსკარი“ მიიღო.
ფილმში „28 დღის შემდეგ“ 2002 წელს ითამაშა.
ფილმის ბიუჯეტი 8 მილიონი დოლარი იყო, თუმცა მისმა შემოსავალმა 80 მილიონი დოლარი შეადგინა.
სურათის რეჟისორი დენი ბილი იქნება. სცენარს ის ალექს გარლენდთან ერთად დაწერს. კინოსურათის პრემიერა 2025 წლის ივნისში იგეგმება.
ავტორი