„ცხოველები, როგორც საჩუქარი ქვეყნის ლიდერების დონეზე, როგორც წესი, მეგობრული ნაბიჯის ნიშანია და ბოროტი განზრახვის ძიება მიუღებელია“, – ამის შესახებ კრემლის პროტოკოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვლადიმერ შევჩენკომ განაცხადა.
როგორც რუსული მედია წერს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს პუნჰსანის ჯიშის ძაღლები აჩუქა.
„ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს ცხოველების მიმართ და ბუნებრივია, ამიტომ ბოროტი განზრახვის ძიება საჭირო არ არის“, – აღნიშნა შევჩენკომ.
შეგახსენებთ, კრემლის ლიდერი სახელმწიფო ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ავტორი