“კინოლოგები, სნაიპერები, კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი, კონტრდაზვერვა, საპატრულო, სუსი – წარმოუდგენელი ამბავი ხდება ზუგდიდში. ოთხი დღეა, მთელი ქალაქი გადაკეტილია მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი დუშკაბინა კაცი დაიცვან”, _ წერს სოციალურ ქსელში კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე.
ცნობისთვის, ზუგდიდში დღეს ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მოსახლეობას ხვდება.