მსახიობი კახა კინწურაშვილი რეჟისორ ლევან აკინის ფილმის პრემიერის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შედეგებზე საუბრობს სოციალურ ქსელ ფეისბუქში და წერს, რომ and then we danced-ის სამ დღიანი ჩვენებით ყველა მხარემ სარგებელი მიიღო.
“ and then we danced”-ის სამდღიანი ჩვენებით, ყველა მხარემ თავისი სარგებელი მიიღო. რეჟისორმა და პროდიუსერმა, ფილმის უკეთ გაყიდვის პერსპექტივა… “რადიკალური” ჯგუფების ხელმძღვანელებმა, საპროტესტო აქციებზე დაწერილი სტატიები ევროპულ გამოცემებში (რაც, მათი აზრით, გამარჯვეებაა პოლიტიკურ კონტექსტში)… მთავრობამ კი, კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ ამ “რადიკალურ” ჯგუფებს ყოველთვის გამოიყენებს, როცა დაჭირდება, რასაც უკვე ამდენი ხანია აკეთებს. საპატრიარქო ისევ სუქდება. იმის მაგივრად, რომ ვითხოვდეთ კანონის აღსრულებას გამოხატვის თავისუფლებაზე და ძალადობის წამქეზებლების პროკურატურაში დაბარებას, ღლიცინის, ბნელების ძახილის და ჩვენი თავის სხვაზე უკეთესად წარმოჩენის მეტს არაფერს ვაკეთებთ. რაც შეეხება ფილმის მხვატრულ ღირებულებას, ეს ყველამ თავისთვის განსაზღვროს. ლევან გელბახიანი კი შესანიშნავად თამაშობს. დარწმუნებული ვარ, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლია და ეს ფილმს ეტყობა“,_ წერს კინწურაშვილი.