ბრიტანელმა მსახიობმა, კირა ნაითლიმ, ამერიკული ჟურნალისთვის, „Harper’s Bazaar“, მიცემულ ინტერვიუში სექსუალური შევიწროების თემაზე ისაუბრა.
“დიახ! ყველა შეუვიწროებიათ, მგონი. მართლა არავის ვიცნობ, ვინც, რაღაც მხრივ, უსიამოვნო შეხებით, გაშიშვლების მცდელობით, ვიღაც კაცის მუქარით, რომ ყელს გამოგჭრის, სახეში მუშტის მორტყმით, ან სხვა რამით, არ შეუვიწროებიათ. ამას მაშინ მივხვდი, როცა ქალებმა შინ უსაფრთხოდ დასაბრუნებლად მისაღები ზომების სიის შედგენა დაიწყეს და გავაცნობიერე, რომ ყოველ მათგანს თავადაც ვაკეთებდი და ამაზე არც კი მიფიქრია”.
რამდენიმე თვის წინ ნაიტლიმ ისაუბრა, რამდენად არაკომფორტულად გრძნობდა თავს ინტიმური სცენების გადაღებებისას. მან ასევე აღნიშნა, რომ აღარ სურდა, რეჟისორი კაცების გადაღებულ სექსის სცენებში ეთამაშა, რადგან „უბრალოდ, არაფრის მომცემია და, ამასთან, კაცის მიერ ქალის სხეულის სექსუალიზებას ახდენს“.
[sexy_author_bio]