დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველად ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრებთან პირველ შეხვედრას გამართავს.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებისთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში ოცნება იყო.
“ფეხბურთელებისთვის აქ მოხვედრა ოცნების ასრულება იყო, ისინი რამდენიმე დღე ამ ემოციებში იყვნენ და ყოველდღიურ რუტინაზე გადმორთვა გაუჭირდათ კიდეც, თუმცა შეკრების დაწყების წინ ჩვენ მათ ვესაუბრეთ, ვუთხარით რომ ახლა სწორება ახალ მიზნებზე უნდა ავიღოთ, ამიტომ ეს ეტაპი ყველამ დაძლია, ისინი მზად არიან. ყველა ქომაგმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, არ აქვს მნიშნელობა ვინ არის აქ, ან ვინ დარჩა საქართველოში, ვიცით რომ ყველა ერთიანები ვართ, ზოგი ტრიბუნაზე, ზოგი სოციალურ მედიაში, ზოგი შინ, ნებისმიერ მხარდაჭერას ვგრძნობთ და გრძნობენ ფეხბურთელები, ეს ძალიან დიდი მუხტი და ძალაა, უფრო ძლიერი ხარ როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას”,_ განაცხადა ვილი სანიოლმა.
რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის მდრომარეობას, რომელმაც მონტენეგროსთან მატჩში კუნთის ტრავმა მიიღო, სანიოლი ამბობს, რომ კიტეიშვილს თურქეთთან მატჩის გამოტოვება მოუწევს.