პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობის დროებით შეჩერებას ეწინააღმდეგება.
როგორც მარგველაშვილმა ,,გურია ნიუსს“ განუცხადა, მოლოდინი ჰქონდა, რომ პარლამენტი მთავრობის ამ ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოდან გაიწვევდა.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ კანონპროექტის მიღებას მრავალი რისკი ახლავს თან.
„ძალიან სერიოზული კითხვები მაქვს, პირადად არ ვარ თანახმა ამ კანონპროექტის დაკანონების. ვფიქრობდი, რომ ამაზე საუბარი აღარ იქნებოდა და გუშინ ტელევიზიით მოვისმინე, რომ განხილვა ორი თვით გადაიდო.
ვნახავ გუნდის წევრებს და ვისაუბრებ ამასთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს, 80-იანი წლები მაქვს გამოვლილი და მესმის რაზეცაა საუბარი“, _ გვითხრა მარგველაშვილმა.
იმ შემთხვევაში, თუ მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი დაკანონდება, საქართველოში კანაფის წარმოება, ექსპორტზე გატანის მიზნით, ნებადართული გახდება.