ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 18 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ოზურგეთში კორონავირუსზე ჩატარებულია 43890 ტესტი, დადასტურებულია კორონავირუსის 4171 შემთხვევა.
4171 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 3953 ადამიანი, გარდაცვლილია 53.
ამ დროისთვის აქტიურია კორონავირუსის 165 შემთხვევა.
165 ინფიცირებულიდან ყველაზე მეტი, 103 პაციენტი ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეში 30, სტაციონარში კი 32 პაციენტი გადის მკურნალობას.