ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, სულ გამოვლენილია ინფიცირების 1435, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1326, გარდაცვლილია 15 და აქტიურია ინფიცირების 94 შემთხვევა.