ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 3321 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3225 ადამიანი, გარდაცვლილია 31. აქტიურია ინფიცირების 65 შემთხვევა.