“ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, მუსიკის ზეიმი და ძალიან დიდი საჩუქარი”, _ ასე შეაფასა მაყურებელმა, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში, დღეს განართული მუსიკალური ფესტივალი.
კონცერტი ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „BATUMI MUSICFEST” ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლებმა, როგორც დარბაზში ითქვა უმაღლესი კლასი აჩვენეს. სცენაზე ერთამენთს ქართველი და ლიეტუველი შემსრულებლები ენაცვლებოდნენ.
სპეციალურად ამ დღისთვის ჩოხატაურს იმყოფებოდნენ იუნესკოს მშვიდობის ელჩი – ელისო ბოლქვაძე და ცნობილი ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ესტუმრნენ. ხელოვნების სასახლეში განართულ კლასიკური მუსიკის კონცერტს ესწრებოდნენ საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე, ლიეტუვას ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი, პარლამენტის წევრი თემურ ჭკუასელი, მხარისა და ადგილორბივი ხელისუფკების პირველი პ8რები. პროექტის “ჩექინ ჯორჯიას” ფარგელბში გაიმართა და მისი მხარდამჭერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო იყო.