ბევრმა ხალხმა უნდა გაიგოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, რომ ადამიანი არის სიკვდილის პირას, _ ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყება.
“რასაც ითხოვენ აქ შეკრებილები არის ის, რომ გადაიყვანონ მულტიფუნქციურ დაწესებულებაში, სადაც არსებობს შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი და აპარატურა, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მომენტში დასჭირდეს. სიკვდილ-სიცოცხლეზეა საუბარი. ეგ არის ამ აქციის შინაარსი. მგონია, რომ მთავარი მიზანია, ყურადღება მთლიანად ამაზე იყოს ფოკუსირებული და არავინ აღარ ისაუბროს მათ შორის გაყალბებულ არჩევნებზე და ასეთ პრობლემებზე. კლავენ, წირავენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, _ თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.