ukrinform-ის ინფორმაციით, კიევის მერმა და ყოფილმა კრივში მძიმე წონაში ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების გეგმები კიევის ხელში ჩაგდების შესახებ არასოდეს განხორციელდება.
„დღეს შემიძლია გარკვევით ვთქვა: რუსების გეგმები კიევის აღების თაობაზე არ ასრულდება. ისინი ვერასოდეს ახდება! თუნდაც მოახერხონ ზოგიერთ შენობაზე კონტროლის მოპოვება, ისინი ვერ გაიმარჯვებენ ჩვენ ხალზე. კიევი არ არის მხოლოდ ის შენობები, უპირველეს ყოვლისა, ხალხზეა საუბარი“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, დამპყრობლები ქალაქში პანიკის დათესვას ცდილობენ, მაგრამ ეფექტი საპირისპირო გამოდის.
ავტორი: რუსა ოქრუაშვილი