The CBSNEWS-ის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ზღვის დონის აწევის შედეგად სამჯერ მეტი ადამიანი დაზარალდება 2050 წლისთვის, ვიდრე ამას მეცნიერები თავიდან ვარაუდობდნენ.
ახალი კვლევის მიხედვით, მომდევნო 30 წლის განმავლობაში 300 მილიონი სახლი დაზარალდება სანაპირო წყალდიდობების შედეგად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნახშირბადის გამონაბოლქვი არ შემცირდება, 2100 წლისთვის აღნიშნული რიცხვი 630 მილიონამდე გაიზრდება.
ახალი შეფასებით, ზღვის დონის ზრდა უფრო მეტ ზიანს გამოიწვევს და უფრო მეტ ხარჯთან იქნება დაკავშირებული.
წინასწარი ცნობით, დაზარალებული ადამიანების უმეტესი ნაწილი ცხოვრობს აზიაში- უდიდესი საფრთხეების წინაშე კი ჩინეთი, ბანგლადეში, ინდოეთი, ვიეტნამი, ინდონეზია და ტაილანდი დგას.