https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგები _ გურიაში გეოლოგები დღესაც იმყოფებიან

"გურიაში მდგრად ადგილზე გადასაყვანთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა”- რა უნდა გააკეთოთ სტიქიის დროს

13:27; 28.02.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ყველაზე უარყოფითი ზეგავლენა გურიაზე მოახდინა”, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ გაფრინდაშვილმა განუცხადა.

“გურიის რეგიონი, სადღაც 15-20 წლის უკან, მეწყრულ-ღვარცოფული, ძირითადად, მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების თვალსაზრისით მაღალ კატეგორიაში არ გაგვყავდა. არ იყო ისე დაძაბული, როგორც მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონები, თუმცა, ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში ყველაზე დიდი უარყოფითი ზეგავლენა კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ მოახდინა სწორედ გურიის რეგიონში. ამას მთავარი მიზეზი არის გეოლოგიური აგებულება. ტერიტორიის ამგები ქანების ადვილად დამყოლობა მეწყრულ-ეროზიული პროცესებისადმი”, _ ამბობს ბატონი მერაბი ჩვენთან საუბრისას.

მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, გურიის კვლევა რამდენიმე წლის წინ “მწვანე კლიმატის” ფონდის ფარგლებში დაიწყო.

“დაახლოებით, 6 წლის წინ, ჩვენ დავიწყეთ “მწვანე კლიმატის” ფონდის ფარგლებში გურიის კვლევა და პირველივე ჩასვლამ ცხადჰყო, რომ ძალიან დიდ სირთულეებთან გვექნებოდა საქმე”, _ ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი და 2023 წლის სექტემბერში, რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ საუბრობს.

“2023 წლის სექტემბრის სტიქია მოხდა, ძირითადად, ოზურგეთი-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. 2 000-ზე მეტი საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შევაფასეთ. აქედან 825 ადამიანზე გაიცა დასკვნა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის რეკომენდაცია, იმდენად დაიმეწყრა ტერიტორია იმ ერთ დღიანი სტიქიის შედეგად, შემდეგ ოქტომბერში კიდევ უფრო დიდი ნალექი მოვიდა”, _ გვეუბნება მერაბ გაფრინდაშვილი.

ცნობისთვის, გურიაში, 2023 წლის 8 სექტემბერს მეწყერი და წყალდიდობა მოხდა. სტიქიას შეეწირა 3 ადამიანის სიცოცხლე, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო სამეურნეო მიწები და სოფლების ინფრასტრუქტურა.

მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, გეოლოგები გურიაში დღესაც იმყოფებიან.

“2024 წელს კვლევები გავაგრძელეთ გურიაში აქტიურად და დღესაც გეოლოგების ორი ჯგუფია გურიაში, ლანჩხუთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მუშაობენ. ეს დღეებია დიდთოვლობის გამო ვერ საქმიანობენ”, _ ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი.

ჯერჯერობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენი გამოქვეყნებული არ არის, თუმცა, მერაბ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ გურიის რეგიონში მდგრად ადგილზე გადასაყვანი მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია.

“გურიაში მდგრად ადგილზე გადასაყვანთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა. ათასობით მოსახლეზე გავეცით რეკომენდაციები, თუ რა სახის ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მდგრადად იფუნქციონიროს ადგილმა და მოსახლეობა იყოს დაცული. აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან.

წყალგამყოფ თხემზე ყველაზე კარგი ადგილია საცხოვრებლად. თხემის ზონაც კი ჩათრეული აქვს მეწყრულ პროცესებს.

2023 წლის სექტემბერში განვითარებული სტიქიური მოვლენებისას გარემოში ადამიანის უხეშ ჩარევას ადგილი არ ჰქონია. მიზეზი ძალიან სენსიტიური აგებულება და 1 დღის განმავლობაში მოსული უხვი ნალექი გახდა. სამწუხაროდ, ჩვენს სამსახურს არ აქვს იქ სადგური, მაგრამ რადარის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება 300 მმ ნალექიც კი მოვიდა დღე-ღამის განმავლობაში”, _ ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი.

გეოლოგის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სტიქიური პროცესები სწრაფად აქტიურდება, მოსახლეობის მიერ საცხოვრებელი გარემოს მიმართ უყურადღებობაა.

“სახლებს არ აქვს საწვიმარი მილები, ჰიდროსაიზოლაციო საფარი. დასავლეთ საქართველო ნალექიანობით გამოირჩევა. ზედაპირული წყლები, ტექნიკური წყლები საცხოვრებელი სახლების ფუნდამეტში ჩადის, ამას მოსახლეობა არ აქცევს ყურადღებას და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, ამ პროცესების გააქტიურების. ამას ემატება არასწორი ექსპლუატაცია საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო ნაკვეთების, ბუნებრივი ფაქტორები და კომპლექსურმა ფაქტორებმა დაგვიყენა ეს შედეგები.

ვინც დაექვემდებარა გადაყვანას გეოლოგიურად მდგრად ადგილზე, უნდა გადავიდნენ. ეს უნდა შეიგნოს ყველა მოქალაქემ. რთულია მამა-პაპისეული სახლის დატოვება, მაგრამ ვისაც კი დასკვნა აქვს რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება, უნდა დატოვოს ტერიტორია. იქ ცხოვრებით ეს ადამიანები საკუთარ და ოჯახის წევრების სიცოცხლეს რისკავენ.

იქ სადაც ცხოვრების გაგრძელება შეიძლება, დასკვნაში ჩამოწერილია, თუ რა უნდა გაკეთდეს, თუ არ გააკეთებენ, პრობლემების წინაშე დადგებიან”, _ გვეუბნება გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი.

2023 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, მთლიანად გურიის მხარეში სხვადასხვა სახის სტიქიური გეოლოგიური პროცესების მეტ-ნაკლები ზემოქმედების არეალში მოქცეულია 182 დასახლებული პუნქტი, მათ შორის მაღალი საშიშროების ქვეშ მოქცეულია _ 79, საშუალოში _ 71, დაბალში _ 32, ხოლო ძლიერ დაბალში 11 დასახლებული პუნქტი.

2023 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეფასდა 1087 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელთაგანაც 414 დაექვემდებარა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანას. აგრეთვე, გახორციელდა 54 ინფრასრუქტურული ობიექტის ვიზუალურ-გეოლოგიური შეფასება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა 95 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეაფასეს, საიდანაც 25 დაექვემდებარა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანას. ასევე შეფასდა 15 ინფრასტრუქტურული ობიექტი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კი 1 421 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეფასადა, რომელთაგან 526 დაექვემდებარა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანას. აგრეთვე გახორციელდა 66 ინფრასტრუქტურული ობიექტის ვიზუალური-საინჟინრო გეოლოგიური შეფასება.

ამავე გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, საშიში გეოდინამიკური პროცესების წარმოშობა ან გააქტიურება მოსალოდნელია:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: შრომა, ნატანები, ძიმითი, გურიანთა, მერია, მთისპირი, კონჭკათი, თხინვალი, ჯუმათი, სილაური, მაკვანეთი და სხვა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: მამათი, აცანა, აკეთი, ჩოჩხათი, ლესა, ნინოშვილი, შუხუთი, წყალწმინდა, ომფარეთი, კოკათი, გულიანი, ხორეთი, ჯიხანჯირი, ტელმანი, ჩიბათი, არჩეული, მოედანი, ორმეთი და სხვა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: ხიდისთავი, ბუკისციხე, დიდი ვანი, კოხნარი, საჭამიასერი, ნაბეღლავი, ამაღლება, გოგოლესუბანი, ზომლეთი, ქვენობანი, ფარცხმა, ჯვარცხმა, ერკეთი და სხვა.

როგორც საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ბროშურაში ვკითხულობთ:

“მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების ნიშნებია: შენობების კარებებისა და ფანჯრების დეფორმაცია, მიწის ზედაპირზე და შენობებზე ბზარებისა და ნაპრალების გაჩენა, მეწყერსაშიშ ფერდობზე ადრე არარსებული გრუნტის წყლების გამოსავლების გაჩენა.

როგორ უნდა მოვიქცეთ მეწყერის დროს: გათიშეთ ბუნებრივი აირის, ელექტრომოწყობილობების და წყალმომარაგების სისტემები, სახლიდან გაიტანეთ ადვილად აალებადი და მომწამვლელი ნივთიერებები, მოემზადეთ საცხოვრებელი სახლიდან გასასვლელად, ჩაალაგეთ პირველადი მოხმარებისა და სხვა აუცილებელი ნივთები. მეწყრული პროცესის აქტივიზაციის ხარისხიდან გამომდინარე და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ორგანიზებით, დაუყონებლივ უნდა მოხდეს საცხოვრებლის, ასევე სტიქიის ზონის დატოვება.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მეწყერს ხშირად ღვარცოფი მოსდევს.

ღვარცოფის ჩასახვა -გააქტიურების ნიშნებია:

_ ღვარცოფულ წყალსადინარებში წყლის საგრძნობი ამღვრევა და წყლის დონის მატება, ასევე _ ხმაური ხეობაში.

_ მუდმივმოქმედ მდინარეებში/წყსალსადინარებში წყლის ნაკადის შეწყვეტა (მეწყრული ან კლდეზვავური პროცესებით ხეობის გადაკეტვის შემთხვევაში).

როგორ მოვიქცეთ ღვარცოფის დროს?

_ დაუყონებლივ უნდა ახვიდეთ წყალსადინარიდან, რაც შეიძლება შორს, მაღალ ჰიფსომეტრიულ ნიშანზე.

_ ღვარცოფული პროცესის აქტივიზაციის ხარისხიდან გამომდინარე და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ორგანიზებით, დაუყონებლივ უნდა მოხდეს საცხოვრებლის, ასევე, სტიქიის ზონის დატოვება.

_ რაც შეეხება წყალდიდობას, წყალდიდობის საშიშროებისა და ევაკუაციის შესახებ შეტყობინების სიგნალის მიღებისთანავე შეეცადეთ დატოვოთ ის ადგილი, რომლის დატბორვის ალბათობა მეტია: დაბლობები, სახლის სარდაფი და პირველი სართული.

_ სახლის დატბორვამდე დახურეთ კარ-ფანჯრები და დარაბები, დროის არსებობის შემთხვევაში, პირველი სართულის ფანჯრები და კარები აჭედეთ გარედან ფიცრებით.

_ კატასტროფული დატბორვის მოულოდნელი განვითარების დროს, მაშველების მოსვლამდე სწრაფად დაიკავეთ ამაღლებული ადგილი, ადით ხეზე, მყარ ნაგებობაზე.

_ წყალში აღმოჩენის შემთხვევაში, ეცადეთ მაშველების მოსვლამდე მოიცილოთ ირგვლივ მოცურავე საგნები”.

1999 წლიდან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები საქართველოს 1.2 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა. მომავალი 10 წლის განმავლობაში ეს ხარჯი შესაძლოა 10-ჯერ გაიზარდოს და 12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინოს.

გაეროს განვითარების პროგრამა undp საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ახორციელებს ფართომასშტაბიან ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას. ამ მხრივ მიმდინარეობს რამოდენიმე ურთიერთდაკავშირებული ინიციატივა.

რა კეთდება გურიის რეგიონში, დატოვა თუ არა საცხოვრებლად მდგრად ადგილზე გადაყვანას დაქვემდებარებულმა მოსახლეობამ სიცოცხლისთვის საშიში ზონა და შეასრულა თუ არა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გეოლოგების რეკომენდაცია _ ამ საკითხების ირგვლივ “გურია ნიუსი” მუშაობას განაგრძობს.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გაზიარება7Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხანძარი ქობულეთში _ არის მსხვერპლი

10:02; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30 იანვარი, 2026
საზოგადოება

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა

17:17; 30 იანვარი, 2026

როდის განახლდება სწავლა სკოლებში

"ჭანჭათში სახლი დაინგრა, კაცი შიგნითაა, ცოცხალი იყო ბოლო კონტაქტზე"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

საერთაშორისო მედია ორგანიზაციები – მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მიერ მართულ პარლამენტს, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა

14:59; 31.01.2026
სამართალი

დავით შარაშიძესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილის დაკავება _ შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

14:20; 31.01.2026
სამართალი

უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს

12:40; 31.01.2026
სამართალი

პოლიციელზე ძალადობისთვის ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილი პირი დააკავეს

12:25; 31.01.2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31.01.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება

11:33; 31.01.2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31.01.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:09; 31.01.2026
ზაფრანი

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად

10:14; 31.01.2026
ზაფრანი

დღეგრძელი რომ იყოთ

10:13; 31.01.2026
ზაფრანი

ვის უყვარს ყველაზე მეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა

10:11; 31.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების უარყოფითი თვისებები

10:10; 31.01.2026
საზოგადოება

ხანძარი ქობულეთში _ არის მსხვერპლი

10:02; 31.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გია ცინცაძის სასამართლო პროცესი დასრულდა

22:01; 30.01.2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო