“კლინიკა “არქიმედეს“ დახურვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება და აბსურდია“, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს“ აღნიშნული კლინიკის ხელმძღვანელმა განუცხადა.
“კლინიკა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს _ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ვის რაში “აწყობდა“ ამის გავრცელება, ვერ ვხვდები“, _ ამბობს მარეხ ადანაია.
ცნობისთვის. აღნიშნული ინფორმაცია დღეს ერთ-ერთმა მედიამ გაავრცელა და დახურვის მიზეზად პაციენტებისა და მედპერსონალის კოვიდით დაინფიცირება დაასახელა.
[sexy_author_bio]