ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები 17 თებერვალს დაიწყო და დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდება. პირველი კრება დაბა ლაითურში გაიმართა.
სოფლის კრებები ყველა სოფელში უნდა ჩატარდეს, თუმცა, მოსახლეობა ხშირად წუხს, რომ ამ კრებებს მხოლოდ ფორმალური სახე აქვს და მოსაგვარებელი პრობლემები წინასწარაა განსაზღვრული. “გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა, რომ გასულ წლებში ყველა სოფელში “ერთნაირი მოთხოვნა“ ჰქონდათ – ბეტონის გზაების დაგება, მაშინაც კი, როცა სოფელს სასმელი წყალი არ ჰქონდა.
ხშირია, როცა სოფლის მოსახლეობის აზრი იყოფა პრობლემის პრიორიტეტულობა დაპირისპირების საფუძველი ხდება. ეს საკითხები იყო იმ მოქალაქეების საწუხარი, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფელ მშვიდობაურიდან მივიდნენ. სოფელ მშვიდობაურის მოსახლეობა გზების მოწესრიგებას ითხოვს. მათი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულად სოფელ მშვიდობაურშიც ჩატარდეს სოფლის კრების ჩატარება (სოფელი მშვიდობაური ბახვის თემში შედის).
„სოფლის მცხოვრებლების ერთ ნაწილს კლუბის გაკეთება უნდა. კლუბიც საჭიროა სოფელში, მაგრამ თუ უგზოობის პრობლემა არ გადაიჭრა, არაფერი გამოვა“, _ აღნიშნეს მშვიდობაურში მცხოვრებლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერ პაატა კუნჭულიასთან მერიის ეზოში შეხვედრისას.
„შეხვედრაზე როდესაც მოვალ, ხალხი რა საჭიროებს დააყენებს, მეც იმაში დაგიჭერთ მხარს“, – შეპირდა პაატა კუნჭულია მოქალაქეებს.
რამდენად გამჭვირვალეა ბიუჯეტის ხარჯვა _ ინფორმაციასთან წვდომა მერიისთვისაც შეზღუდულია?!
ათ მილიონიანი რეაბილიტაცია, რომლის დასრულების ვადა კომპანიას სამჯერ გაუგრძელდა
ავტორი






























































