პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, დავითაშვილი დღეს დილით დაიღუპა.
მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა.
შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. ის დაახლოებით 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.
დავითაშვილი 49 წლის იყო.































































