„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზი პოლიციის სატვირთო მანქანის საბურავებთან გაწვა. პოლიტიკოსის თქმით, ამ ფორმით ის სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ქმედებას აპროტესტებს.
ხაბაზმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს პოლიციამ თელავისკენ შესასვლელი გზა გადაუკეტა და ალტერნატიულ მარშრუტად ყვარლის გზის გამოყენება შესთავაზა.
ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, პროტესტის მსგავსი ფორმა მისი პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში სიახლე არ არის.