პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„დღევანდელი დღე არის ნაკრები თავდადების, ტკივილის, პატრიოტიზმის და ამავე დროს უპასუხისმგებლობის – ყველაფერი ერთად აღებული. ეს არის მაგალითი იმის, რომ ალბათ უნდა ვისწავლოთ და უფრო მეტად აზრობრივად უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ქვეყნის დაცვა და ქვეყნისთვის სამსახური არ არის მხოლოდ გულში მჯიღის ცემა”, – აღნიშნა კობა კობალაძემ.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.