დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალი კობა კობალაძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსს, ვალერიან ლომუაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, ხაზგასმით აღნიშნა შშმ ვეტერანების ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომლებსაც თავდაცვის სამინისტრო და კერძოდ, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი ახორციელებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შშმ ვეტერანების შემართება, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებებს აღწევენ, რითაც სულიერი სიმტკიცის მაგალითს აძლევენ როგორც მოქმედ და თადარიგში მყოფ სამხედროებს, ასევე, მთელ საზოგადოებას. კობა კობალაძემ ბრძანა, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ურთიერთთანამშრომლობა, რადგან ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შშმ ვეტერანების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათი პოტენციალის ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოყენებას.
მხარეები შეთანხმდნენ, შშმ ვეტერანთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ერთობლივი პროექტები შეიმუშავონ.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კარლო ლაბაძე და ამავე დეპარტამენტის დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი, დავით დავლაშელიძე. (R)