მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, პარასკევს და შაბათ-კვირას, საქართველოში მოსალოდნელია გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ანტიციკლონური ამინდის პირობები.
“ატმოსფერული მაღალი წნევა მოწმენდილი და მზიანი ამინდის საწინდარი გახდება, ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებით.
კონკრეტულად შაბათს მაქსიმალური ტემპერატურა – ქვეყნის დაბლობსა და ბარში +28, +30 გრადუსს მიაღწევს,”_ წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.