მთავრობის ადმინისტრაციის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კობახიძე სასამართლო პროცესზე ელჩების დასწრებას გამოეხმაურა და “ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში პოლიტიკური ჩარევა” უწოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერი მოუწოდებს ყველას, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და მისი პრინციპები.
„ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. მე ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები. ასევე დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის, იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.